რატი იონათამიშვილი – „ენჯეოებზე“: ვერავინ შეძლებს, რომ კანონის გვერდის ავლით განახორციელოს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული საქმიანობა საქართველოში

“ვერავინ შეძლებს, რომ კანონის გვერდის ავლით განახორციელოს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული საქმიანობა საქართველოში,”- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა “ენჯეოებზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ეს ორგანიზაციები დგანან რიგში, რეგისტრირდებიან ესტონეთში და მათი მისამართები არის ხან ლიანდაგებზე, ხან ქოხებში და ა.შ. არის არამარტო არაკეთილსინდისიერება, არამედ უპატივცემულობა საქართველოს მიმართ.

„ვერავინ შეძლებს, რომ კანონის გვერდის ავლით განახორციელოს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული საქმიანობა საქართველოში. ის ფაქტი, რომ ეს ორგანიზაციები დგანან რიგში, რეგისტრირდებიან ესტონეთში და მათი მისამართები არის ხან ლიანდაგებზე, ხან ქოხებში და ა.შ., არის არამარტო არაკეთილსინდისიერება, არამედ უპატივცემულობა საქართველოს მიმართ. ფაქტობრივად შესაძლოა ეს ფულის გათეთრების ნიშნებსაც შეიცავდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამაზე შესაბამისი პასუხი გვქონდეს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“-ში „საერთაშორისო გამჭვირვალობის” ესტონეთის ოფისის მისამართი და ფოტო-მასალა წარმოადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები