შალვა პაპუაშვილი: ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, დღეს დასაქმების ზრდა კი არ გვექნებოდა, ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმუშევრობის გლობალურ მაჩვენებელს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 2024 წელს საქართველოში 21-ე საუკუნეში უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა.

მისი თქმით, ეს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

„ეს არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს. ეს არის იმის შედეგი, რომ მივყვებით ჩვენს ეროვნულ და არა ბრიუსელის ინტერესებს. ხაზს ვუსვამ – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, დღეს დასაქმების ზრდა კი არ გვექნებოდა, ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა. და ბრიუსელი მოითხოვდა, რომ პირდაპირ ჩვენს ფეხში გვესროლა ტყვია, იმით რომ ჩაგვეკეტა ყოველგვარი ვაჭრობა რუსეთთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები