შალვა პაპუაშვილი – ფასების დარეგულირებაზე: სად არის გამოწვევები და ხარვეზები ამ ჯაჭვში, ზუსტად ამას შევისწავლით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფასების დარეგულირების მიმართულებით საპარლამენტო კომისიის მუშაობაზე ისაუბრა.

„ვნახოთ, რა იქნება შედეგები. კარგი სიგნალი ის არის, რომ ვხედავთ – თავად მეწარმეების მხრიდან არის განწყობა, რომ მართლაც რაღაც არ არის სწორად ჩვენს სისტემაში და იმ ფასებში, რომლებსაც დახლებზე ვხედავთ. სად არის გამოწვევები და ხარვეზები ამ ჯაჭვში, ზუსტად ამას შევისწავლით და საზოგადოებასთან ერთად ვნახავთ, სად რა არის შესაძლებელი. წინასწარ მზა რეცეპტები არ გვაქვს. ამიტომაც არის კომისია და მოკვლევა ხდება საკითხის. რაზეც შევთანხმდებით საზოგადოებასთან ერთად, ზუსტად ისე მოვიქცევით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები