უკრაინაში სამხედროებმა 32-ე საგუშაგო საბოლოოდ დატოვეს. ბრძოლების შედეგად იქ 10-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა (ვიდეო)

დღეს უკრაინაში ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტ სმელოესთან არსებული 32-ე საგუშაგოდან სამხედროები გაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისი თქმით, სამხედროების გაყვანა პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის დაკარგვის გარეშე მოხდა.
ლისენკომ განაცხადა, რომ ახლა სამხედროებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ, რის შემდეგაც მათ შვებულებაში გაუშვებენ.
გარდა ამისა, საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სპიკერის ინფორმაციით, სექტემბრის დასაწყისიდან, როდესაც ტერორისტები ამ საგუშაგოს დაპყრობას ცდილობდნენ, „АТО“-ს ძალებმა 10 ადამიანზე მეტი დაკარგეს. ამჟამად ზოგიერთი გვამის იდენტიფიკაცია მიმდინარეობს.
ლისენკომ ასევე განაცხადა, რომ 32-ე საგუშაგო აღარ ითვლება უკრაინელი სამხედროების საგუშაგოდ. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რა ტერიტორია დაკარგეს უკრაინულმა ძალებმა სამხედროების გაყვანით. ამასთან, ლისენკომ განაცხადა, რომ ეს არ არის პოზიციების დატოვება. „ეს პირადი შემადგენლობის გაყვანაა, რომელიც საგუშაგოზე მსახურობდა“, – განაცხადა ლისენკომ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=VVZ_GVYbYbM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები