ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდათ დაიცვან თუ ტექნიკური უნივერსიტეტი. სინამდვილეში ეს კიდევ ერთი თემა იყო მათთვის ზიზღის გადმოსაფრქვევად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას და მათთან აფილირებულ პირებს ეზიზღებათ, როგორც ეს უნივერსიტეტები, ასევე, სტუდენტები და პროფესორები.
„დავაკვირდეთ რეაქციები რა იყო და ვისგან იყო?! რა მოვისმინეთ ამის საპირისპიროდ, მათ შორის დღეს ვნახეთ ერთი და იგივე სახეები. ხალხი, რომელიც დღეს ამბობს, რომ იცავენ და ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, რომელიც უნდათ, რომ დაიცვან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდათ დაიცვან თუ ტექნიკური უნივერსიტეტი უნდათ დაიცვან. ამაში ვერ ჩამოყალიბდნენ მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ის ხალხია ვისაც ეზიზღებათ სინამდვილეში ის პროფესორები ვინც იმ უნივერსიტეტში არიან და ვნახეთ ჩვენ მათი რეაქციები ამ უნივერსიტეტების რექტორების, აკადემიური პერსონალის მიმართ. ეზიზღებათ ის სტუდენტები, რომლებიც ამ უნივერსიტეტებში სწავლობენ და ვნახეთ მათი რეაქციები სტუდენტების მიმართ. ეზიზღებათ საერთოდ ეს უნივერსიტეტები იმიტომ, რომ თავისი რაღაც წარმოდგენები აქვთ განათების ინსტიტუტებთან დაკავშირებით.
სინამდვილეში, აქაც აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთი თემა იყო მათთვის ზიზღის გადმოსაფრქვევად. ეს არის ყველაზე დიდი ცივილიზაციური კატასტროფა, რაც ბრიუსელმა საქართველოში მიიღო ეს არის, რომ პროევროპულობა გააიგივა ზიზღთან, ძალადობასთან და სიძულვილთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.