შალვა პაპუაშვილი: საფრთხეა ქართულ პოლიტიკაზე გარე გავლენის მოპოვების სურვილი, საფრთხეა ისიც, რომ არის სურვილი, საქართველოში ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოიყვანონ ვასალური ხელისუფლება

საფრთხე ერთადერთია, რომლის რეალიზება სხვადასხვა მხრივ ხდება ხოლმე – საფრთხეა ქართულ პოლიტიკაზე გარე გავლენის მოპოვების სურვილი, საფრთხეა ისიც, რომ არის სურვილი, საქართველოში ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოიყვანონ ვასალური ხელისუფლება, – ამის შესახებ გადაცემაში “იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნულის სულ ბოლო მაგალითად 4 ოქტომბერი და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობა დაასახელა.

“ამის მაგალითი არის 4 ოქტომბერი, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობა, რომელსაც მხარდაჭერა გამოუცხადა ბრიუსელმა. ევროკომისიის პრესსპიკერს ჟურნალისტმა დაუსვა პირდაპირი კითხვა და მან თქვა, რომ ის სოლიდარულია 4 ოქტომბრის შეკრების მიმართ, რომელიც დაანონსებულად იყო ნეპალის სცენარით ხელისუფლების დამხობა, ამ სცენარის განხორციელება დაიწყო კიდევაც და რომ არა ჩვენი პოლიცია, სახელმწიფო დაცვის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამ ყველაფერს შეასრულებდნენ და ტაშსაც დაუკრავდნენ ბრიუსელიდან. რატომ დაუკრავდნენ იცით? დღემდე არ დაუგმიათ ეს ძალადობა, ევროკავშირის ელჩი ხმას არ იღებს ამასთან დაკავშირებით, ჩუმად არის. ამაზე ყველაზე დაბალი სტანდარტი ევროპელობისა რა უნდა იყოს? რომ ადამიანმა თქვა, ელჩმა, პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმა არის მიუღებელი. აი ეს ერთი წინადადება ვერ ვათქმევინეთ დღემდე ევროკავშირის ელჩს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები