“ჩინეთში თითოეული ვიზიტი აღიარებაა იმ უსამართლო დამოკიდებულების, რაც საქართველოსთან მიმართებით ჰქონდათ, როცა საქმე ეხებოდა ჩინეთსა და სხვა გეოპოლიტიკურ აქტორებთან ურთიერთობას” – მახაშვილი

“ჩინეთში თითოეული ვიზიტი აღიარებაა იმ უსამართლო დამოკიდებულების, რაც საქართველოსთან მიმართებით ჰქონდათ, როცა საქმე ეხებოდა ჩინეთსა და სხვა გეოპოლიტიკურ აქტორებთან ურთიერთობას”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

როგორც მახაშვილმა აღნიშნა, ღიმილის მომგვრელია, როგორ “დალაგდნენ და ერთმანეთის მიყოლებით სტუმრობენ ჩინეთს”.

“ეს მათი ინტერესია. გასაგებია, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ჩინეთთან ურთიერთობის თაობაზე თითოეული ასეთი ვიზიტი და განცხადება აღიარებაა იმ უსამართლო დამოკიდებულების, რაც საქართველოსთან მიმართებაში ჰქონდათ, როცა საქმე ეხებოდა ჩინეთთან, რუსეთთან და სხვა გეოპოლიტიკურ აქტორებთან ურთიერთობას.

რაც უფრო დრო გადის, ყველაფერი ცხადია – არ ვიცი, ბაძავენ, თუ რას შვებიან. ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს. თითოეული ასეთი ვიზიტი კარგი პასუხია იმ უსამართლო განცხადებებზე, რაც მათ ჰქონდათ“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები