არჩილ გორდულაძე – ხაბეიშვილზე: ბატონი ანიტა რევოლუციის მოწყობისას გაჭრილი კარტია, მისი პოლიტიკური განცხადებები უკვე არავის აინტერესებს
“ბატონი ანიტა რევოლუციის მოწყობისას გაჭრილი კარტია, მისი პოლიტიკური განცხადებები უკვე არავის აინტერესებს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„საბრალდებო სკამზე მჯდომი ბატონ ანიტას განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ მინდა. ბატონი ანიტა რევოლუციის მოწყობისას გაჭრილი კარტია, მისი პოლიტიკური განცხადებები უკვე არავის აინტერესებს. ის ცდილობს, საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს. ბატონი ანიტა ერთ რამეშია მართალი, რომ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის არევის შანსი არ აქვს“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა: „სამწუხაროდ, ამ დროისთვის ხელები გადაგვიგრიხეს, ბრძოლა წაგებულია, ვიღაცას უნდა ეყოს გამბედაობა, ასე არაფერი გამოვა, ათასი კაცი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“.