“ეს ნაბიჯები არ იქნებოდა საჭირო, თავის არიდების მეთოდოლოგია რომ არ მოეფიქრებინათ, რაზეც ხმამაღლაც განაცხადეს ევროკომისიის დონეზე” – თენგიზ შარმანაშვილი საკანონმდებლო ცვლილებაზე

“ეს ნაბიჯები არ იქნებოდა საჭირო, თავის არიდების მეთოდოლოგია რომ არ მოეფიქრებინათ, რაზეც ხმამაღლაც განაცხადეს ევროკომისიის დონეზე,”- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

“ვინაიდან მათ დააანონსეს, რომ უკანონოდ აპირებდნენ დაფინანსებას, ჩვენც რა თქმა უნდა, მივიღებთ ზომებს. ის ფილიალები საერთაშორისო ორგანიზაციებისა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ან ვინც თავი აარიდა საქართველოში ამ დეკლარაციების შევსებას და გადარეგისტრირდნენ უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში, თუ არ ვცდები, ძირითადად ესტონეთში, რა თქმა უნდა, თუ მათი ძირითადი საქმიანობა საქართველოს შეეხება და ისინი ოპერირებენ საქართველოში, რა თქმა უნდა, ისინი თუ მიიღებენ გრანტს, რომელიც უნდა დაიხარჯოს საქართველოში, ამაზე ნებართვა დასჭირდებათ. ეს ნაბიჯები არ იქნებოდა საჭირო, თავის არიდების მეთოდოლოგია რომ არ მოეფიქრებინათ. მათ არა თუ მოიფიქრეს, არამედ დააანონსეს და ხმამაღლაც განაცხადეს ევროკომისიის დონეზე”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ახალ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას იწყებს. “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები