“მარტა კოსმა წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა – პირდაპირ გვეუბნებიან, რომ თანხას შემოვიტან და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნითო” – ვოლსკი

“მარტა კოსმა წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა – პირდაპირ გვეუბნებიან, რომ თანხას შემოვიტან და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნითო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა: „არ შემიძლია, მხარი დავუჭირო მთავრობას, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მხარს ვუჭერთ მედიას, გთხოვთ, გამაგრდით“.

„ყოველგვარ ლოგიკას სცდება, როცა ჩვენი ოპონენტები და საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომ საქართველო არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა მართონ და ის ჯგუფები დააფინანსონ, რომლებიც ქვეყანაში ამ ექსტრემისტულ პროცესებს ანვითარებენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ქვეყანაში რა თანხა შემოდის და რა პროექტებს ხმარდება, თუმცა ახლა საუბრობენ იმაზე, რომ სხვა გზა უნდა მოძებნონ, რათა ეს რესურსი შემოვიდეს და ფული რევოლუციური პროცესის განვითარებას მოხმარდეს. ამის თაობაზე მარტა კოსმა წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ თანხას შემოვიტანთ და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნითო. ეს ხომ შავი ფულია? მით უმეტეს, რომ ეს შავი ფული საქართველოში დესტაბილიზაციას ემსახურება. რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით კანონი უნდა მიიღო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები