“ლევან ხაბეიშვილმა რა უნდა შეცვალოს, გარდა იმისა, რომ ვარჯიში კრივის გარდა, ჭიდაობაში დაიწყოს? „ქურქუმალ ვაითის“ ცვლილება შესაძლებელია” – ვოლსკი

“ლევან ხაბეიშვილმა რა უნდა შეცვალოს, გარდა იმისა, რომ ვარჯიში კრივის გარდა, ჭიდაობაში დაიწყოს? „ქურქუმალ ვაითის“ ცვლილება შესაძლებელია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ლევან ხაბეიშვილმა შეიძლება, ერთი რამე შეცვალოს, ადრე კრივში თუ ვარჯიშობდა, ახლა შეიძლება, ძიუდოში დაიწყოს ვარჯიში. ეს ცვლილების ის დიაპაზონია, რომელიც მის ინტელექტს და „ქურქუმალ ვაითს“ სწვდება. ცვლილების სხვა მიმართულება არც წარმომიდგენია. შეურაცხყოფას მას არ ვაყენებ, პოლიტიკურ ფიგურაზე ვსაუბრობ. ლევან ხაბეიშვილმა რა უნდა შეცვალოს გარდა იმისა, რომ ვარჯიში კრივის გარდა, ჭიდაობაში დაიწყოს? „ქურქუმალ ვაითის“ ცვლილება შესაძლებელია. მოწოდებები მხოლოდ მისგან არ გაისმის, რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, რომ უნდა დაჯდეს, ილაპარაკოს და იქნებ, შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში დაბრუნდნენ, რომელიც, თავის მხრივ, ყველანაირი დიაპაზონიდან გასულია. ერთმანეთს უნდა შეეეჯიბრონ იმაში, ვინ უფრო მეტი თანხა უნდა მიიღოს, რათა ქვეყანა დააზიანოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა – “გამბედაობა თუ არ ყოფნის ვინმეს გარეთ, მე, ტყვეობაში მყოფმა, მინდა ვთქვა: ქედს ვიხრი იმ 500-1000 ადამიანის წინაშე, ვინც ყოველდღე აპროტესტებს. ამის იქით დღეს, საქართველოში არანაირი წინააღმდეგობა და პროტესტი არ არსებობს. ვწუხვარ ამაზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები