“უცხოური ფული პოლიტიკაში არ უნდა ბრუნავდეს და როდესაც სუვერენიტეტის დაცვაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, მასვე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს ეფექტური მექანიზმი” – გორდულაძე

“უცხოური ფული პოლიტიკაში არ უნდა ბრუნავდეს და როდესაც სუვერენიტეტის დაცვაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, შესაბამისად, მასვე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს ეფექტური მექანიზმი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მისი გაკონტროლების და ეფექტური მექანიზმის ქონით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

“მეწარმე იურიდიულმა პირმა უნდა განახორციელოს ის ფუნქციები რაც არის, ანუ იყოს მეწარმე სუბიექტი, ხოლო პოლიტიკა უნდა აკეთოს პარტიამ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. ზუსტად ამიტომაც, თუ კონკრეტული იურიდიული პირი, ანუ იურიდიული სუბიექტი ჩაერთვება პოლიტიკაში, მისი აქტივობა იქნება მიმართული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისაკენ და ეს არ იქნება დაკავშირებული მის ჩვეულებრივ საქმიანობასთან გამოიწვევს ადმინისტრაციული სახით შესაბამის ჯარიმებს. რაც შეეხება ინდ მეწარმეებს, წარმოდგენილი ცვლილებები საერთოდ არ ეხება”, – ამბობს გორდულაძე.

ცნობისთვის, “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები