“გარედან პირდაპირ გვესმის განცხადებები, რომ ეძებენ გზებს, რათა კანონმდებლობით დაწესებულ შესაბამის განაწესებს გვერდი აუარონ, ჩვენს ქვეყანაში შავი ფული ატრიალონ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე გრანტების შესახებ კანონზე საუბრისას აცხადებს.
“ამიტომ ჩვენ, ხელისუფლებას და მმართველ გუნდს, რომელიც ვართ პასუხისმგებელი სუვერენიტეტის დაცვაზე, გვაქვს ვალდებულება, რომ საკანონმდებლო სივრცე გვქონდეს ისე მოწყობილი, რომ გარე ჩარევები, მათ შორის, ფინანსური თუ სხვა საშუალებებით, იყოს აკრძალული, მინიმუმამდე დაყვანილი და გვერდით ავლის არავითარი საშუალება აღარ დარჩეს,” – აცხადებს გორდულაძე.