მახაშვილი – ჰელსინკის კომისიაზე: ნებისმიერ შემთხვევაში, მისასალმებელია ასეთი შეხვედრების გაუქმება იმიტომ, რომ როგორც წინა შეხვედრებიდან ვიხილეთ, ამ ადამიანების მონაწილეობით ამავე ფორმატში ასეთი საუბრები ხელს არ უწყობს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგის უამინდობით გამოწვეული შეფერხებების მიზეზით გადადებას ეხმიანება.

„როდესაც უყურებ ამინდის პროგნოზს და ვაშინგტონში ნორმალური, კარგი ამინდია, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი სხვა რაღაც ხომ არ იყო, რომელიც საზოგადოებისგან შეგნებულად დამალეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მისასალმებელია ასეთი შეხვედრების გაუქმება იმიტომ, რომ როგორც წინა შეხვედრებიდან ვიხილეთ, ამ ადამიანების მონაწილეობით ამავე ფორმატში ასეთი საუბრები ხელს არ უწყობს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას და იმედია, მომავალში ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიაში ბრიფინგი 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა გამართულიყო. კომისიის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებული ცნობით, ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი უამინდობით გამოწვეული შეფერხებების გამო გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები