გია ვოლსკი: ვითარების საფუძვლიანი ანალიზი საშუალებას მოგვცემს, რომ ბიზნესის დაუზარალებლად მოხდეს პოზიტიური ცვლილებები ფასებთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ფასების დარეგულირების მიმართულებით საპარლამენტო კომისიის მუშაობაზე საუბრობს.
„მოვისმენთ ყველა მხარის პოზიციას და იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარების საფუძვლიანი ანალიზი საშუალებას მოგვცემს, რომ ბიზნესის დაუზარალებლად მოხდეს პოზიტიური ცვლილებები ფასებთან დაკავშირებით როგორც მედიკამენტების, ასევე სასურსათო და ენერგორესურსებთან მიმართებითაც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.