ნინო წილოსანი – ფასების დარეგულირებაზე: კომისიის მუშაობის ბოლოს წარმოვადგენთ შეთავაზებებს, რომლებიც შესაძლოა, როგორც კანონში, ასევე აღსრულების ნაწილში ცვლილებებს საჭიროებდეს
“კომისიის მუშაობის ბოლოს წარმოვადგენთ შეთავაზებებს, რომლებიც შესაძლოა, როგორც კანონში, ასევე აღსრულების ნაწილში ცვლილებებს საჭიროებდეს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ფასების დარეგულირების მიმართულებით საპარლამენტო კომისიის მუშაობის შესახებ საუბრობს განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის, ევროკავშირი არსებობს კარგი პრაქტიკები, როგორ იყოს დაცული მომხმარებელი იმისგან, რომ არ მოექცეს არაკეთილსინდისიერი კომერციული ინტერესების მიერ მიყენებული ზიანის ქვეშ და რა თქმა უნდა, ჩვენ კომისიის მუშაობის ბოლოს წარმოვადგენთ შეთავაზებებს, რომლებიც შესაძლოა, როგორც კანონში, ასევე აღსრულების ნაწილში ცვლილებებს საჭიროებდეს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.