სკანდალი: FBI -ის ექსპერტებმა „მეორე სნოუდენი“ აღმოაჩინეს
აშშ-ს ფედერალურმა ბიურომ ერთ-ერთი კომპანიის კონტრაქტორის კვალს მიაგნო, რომელიც ჟურნალისტებს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა. ოფიციალური ბრალდება „მეორე სნოუდენს“ ჯერ არ წაუყენეს, თუმცა ვირჯინიას შტატში გამოძიება დაწყებულია. მისი სახლი უკვე გაჩხრიკეს. აშშ-ს მთავრობა დარწმუნებულია, რომ ის საბუთებს იმ ჟურნალისტებს გადასცემდა, რომლებიც ედვარდ სნოუდენთან თანამშრომლობენ, და რომ მის მიერ მოპარულ საიდუმლო დოკუმენტებში ტერორიტების სია იყო.
ეს მასალები მოგვიანებით ინტერნეტგამოცემა Intercept – ში გამოქვეყნდა, რომლის მთავარი ჟურნალისტი გლენ გრინუოლდია. თავის დროზე სწორედ მან ედვარდ სნოუდენისაგან მიიღო და გამოაქვეყნა საიდუმლო მასალები. ეს საერთაშორისო გრანდიოზული სკანდალი იყო. ამჯერად Intercept -მა განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობა სიაში აღნიშნულ ტერორისტთა ვერც ერთი ჯგუფის წევრს ვერ დაუკავშირდა. ეს პუბლიკაცია 2013 წლის აგვისტოთი დათარიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა – მაშინ სნოუდენი უკვე რუსეთში იყო.