ბრაზილიაში სკოლის ავტობუსის ავარიის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა, 20 კი დაშავდა
სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში სკოლის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, შედეგად ათი ადამიანი გარდაიცვალა, ოცზე მეტი კი დაშავდა.
სააგენტო „ფრანს ნიუსის“ ინფორმაციით, ავტობუსი ექსკურსიაზე მიდიოდა.
„მოსწავლეები ექსკურსიაზე მიდიოდნენ, შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა და 20-ზე მეტი კი დაშავდა“, – განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა. ავარიის მიზეზი არ სახელდება.