ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, სკვერები, ცენტრალური ქუჩები და სხვადასხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მიმდებარე ტერიტორია თოვლის საფარისგან გაიწმინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, სკვერები, ცენტრალური ქუჩები და სხვადასხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მიმდებარე ტერიტორია თოვლის საფარისგან გაიწმინდა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლნისში მოსულმა უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში გადაადგილების პრობლემა შექმნა, ასევე, დაზიანდა ხე-მცენარეები.

“დიდთოვლობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები საგანგებო რეჟიმში გრძელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები