ფილიპინებში ბორანი ჩაიძირა – დაიღუპა 15 ადამიანი
ფილიპინების სამხრეთ ნაწილში ბორანი ჩაიძირა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა, 43 კი დაკარგულად ითვლება,- ამის შესახებ ტელეარხმა GMA News-მა განაცხადა.
ბასილანის პროვინციის გუბერნატორმა მუჯივ ჰატამანმა აღნიშნა, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს 317 ადამიანი გადაარჩინეს. მაშველები დანარჩენების ძებნას აგრძელებენ.
ავარია ბასილანის პროვინციაში, ბალუკის კუნძულთან ახლოს მოხდა.
როგორც მედია აღნიშნავს, მსხვერპლთა დიდი რაოდენობის გამო, საავადმყოფოებს საწოლებისა და სამედიცინო პერსონალის დეფიციტი აქვთ.
სააგენტოს ცნობით, 116 მილიონი მოსახლეობით არქიპელაგს კუნძულებს შორის ბორნის მომსახურებასთან დაკავშირებული კატასტროფების ხანგრძლივი ისტორია აქვს.