ჭოტორლიშვილი: ლიბერალი დანიელები იძულებით სტერილიზაციას უტარებდნენ გრენლანდიელებს – ქართველი ლიბერალი საკუთარ თავს ევროპაცენტრისტ ნაცისტებთან რომ აიგივებს, ვერ ხვდება, რომ თეთრი ბატონებისთვის თვითონაც გრენლანდიელია?
“ე.ი. რა გამოდის, ფუმფულა ლიბერალი დანიელები იძულებით სტერილიზაციას უტარებდნენ გრენლანდიის მოსახლეობას და ამით ამცირებდნენ მათ რაოდენობას. ხალხი ბნელი რომ იყო, მაშინ კი არა, ეს ხდებოდა დღეს, ადამიანის უფლებების, იდენტობის დისკურსის, ლგბტ, ვეგანობის, ევროინტეგრაციის, ფემინიზმის, ეკოლოგიის, გამარჯვებული ჰუმანიზმის და დემოკრატიის ეპოქაში”, – ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მიდიოდა ხალხის გენოციდი და ამის შესახებ ჩვენ არაფერი არ ვიცოდით, გავიგეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკელებმა გრენლანდიის დანიისთვის წართმევა გადაწყვიტეს და საჯარო გახადეს მათი დანაშაული. წარმოიდგინეთ ასეთი რამ სხვას რომ გაეკეთებინა, როგორი გნიასი იქნებოდა ატეხილი მედიაში.
რატომ გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, სსრკ-ს შემადგენლობაში, რა მოხდებოდა რომელიმე პროგრესული დასავლური იმპერიის შემადგენლობაში რომ მოვხვედრილიყავით? ჩვენც ოცდაათი ათასი დავრჩებოდით გრენლანდიელებივით?
აპრიორი რატომ გგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ უფრო კეთილშობილი ზრახვები აქვთ ვიდრე გრენლანდიელების მიმართ? ქართველი ლიბერალი საკუთარ თავს ევროპაცენტრისტ ნაცისტებთან რომ აიგივებს, იმდენს ვერ ხვდება რომ თეთრი ბატონებისთვის თვითონაც გრენლანდიელია?”, – წერს ლევან ჭოტორლიშვილი.