“თუ ბავშვი ჯანმრთელია და სწორად არის ჩაცმული, თოვლი მისთვის საფრთხე კი არა, უდიდესი სარგებელი და სიხარულია!” – პედიატრი
“თუ ბავშვი ჯანმრთელია და სწორად არის ჩაცმული, თოვლი მისთვის საფრთხე კი არა, უდიდესი სარგებელი და სიხარულია!”, – ამის შესახებ პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“უფრო მეტიც, სწორად ჩაცმული ბავშვი თოვლში გაცილებით ჯანმრთელია, ვიდრე სახლში გადახურებული.
და ბოლოს, გარე აქტივობის შემდეგ, დაალევინეთ თბილი ჩაი, ჩააცვით მშრალი წინდა და მერწმუნეთ, უსაზღვროდ ბედნიერები იქნებიან”, – წერს პედიატრი.