გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდებიან
დღეს გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემიის – “ერთგულება” გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ღონისძიება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს ქართველი მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის დაბადებიდან 60 წელი სრულდება. გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო ინკორპორაცია-ქართულ-ამერიკული კულტურის ცენტრ “ამირანის” საქართველოს წარმომადგენლობამ დააფუძნა.
პრემიის მიზანია გამოავლინოს ათი საუკეთესო მინიატურა, მათ შორის პირველი სამეული საპრიზო ადგილის მფლობელი გახდება. კონკურსზე შემოსული ნამუშევრები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ, ცნობილი ლიტერატორების შემადგენლობით.
კონკურსი ყოველწლიურად გაიმართება.