სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, სენტ-კიტსი და ნევისის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „ANNA ROSE“ დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც სირიის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ელი პრიმა მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის “ე” ქვეპუნქტით.

“გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 15 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები