ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული ა.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის მუქარის, შეურაცხყოფის და მცირე რაოდენობით საბრძოლო მასალის შეძენა – შენახვის ბრალდებით იძებნებოდა.

“სამართალდამცველებმა ა.ჩ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები