„როდესაც პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ, გაგვახსენდება, რომ შესაძლოა, მარინ ლე პენს აუკრძალონ 2027 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა – რა შეიძლება, იყოს ამის საფუძველი, გარდა იმისა, რომ მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს” – წილოსანი

„როდესაც პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ, ალბათ, გაგვახსენდება ის ფაქტი, რომ შესაძლოა, მარინ ლე პენს აუკრძალონ 2027 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ნამდვილად ვერ გაიხსენებთ, რა შეიძლება, იყოს ამის საფუძველი, გარდა იმისა, რომ მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი აცხადებს.

ის პოლონეთის ყოფილი გენერალური პროკურორის დევნის, ასევე, საფრანგეთში პარტია „ეროვნული გაერთიანების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, მარინ ლე პენის სასამართლო პროცესს ეხმაურება.

“ასევე, პოლონეთის ყოფილმა გენპროკურორმა უნგრეთში პოვა თავშესაფარი იმიტომ, რომ მას ავიწროებდნენ საკუთარ ქვეყანაში. როდესაც ასეთ უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებებზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ასევე ის გვახსენდება, თუ რამხელა კამპანია წარმოებდა ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, რომელთა გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში არც ერთხელ არ გაუბათილებია სტრასბურგის სასამართლოს”, – აღნიშნავს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები