ბარსელონას თეატრმა მაყურებლებს სიცილზე ფულადი ჯარიმა დაუწესა

  • ბარსელონას თეატრმა „Teatreneu“-მ მაყურებლებს სპექტაკლის დროს სიცილზე ფულადი ჯარიმა დაუწესა. თეატრის ხელმძღვანელობამ სიცილის კონტროლისათვის სავარძლებზე პლანშეტები დაამონტაჟა, რომლებიც მაყურებლებს სპექტაკლის მიმდინარეობისას იწერს. სახის გამომეტყველების ამომცნობი სპეციალური სისტემის წყალობით კამერა მაყურებლის ყველა გაცინებას დააფიქსირებს. სპექტაკლის დასრულებისას მაყურებლებს სთავაზობენ გაიგონ მათი მხრიდან სიცილის შემთხვევების სტატისტიკა, შემდეგ სალაროსთან მიაბრძანებენ. გაცინების ყოველ შემთხვევაზე ფულადი ჯარიმა 30 ევროცენტს შეადგენს. საშუალო თანხა, რომლის გადახდაც ამ თეატრის მაყურებლებს ფულადი ჯარიმის სახით უხდებათ, 6 ევროს შეადგენს. ამ დროისთვის სარეკორდო თანხა, რომლის გადახდაც სიცილის ზედმეტად მოყვარულს მოუხდა, 24 ევრო გახლდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები