მამაკაცმა თავისი ძაღლის საფლავზე თოფით თავი მოიკლა
მოსკოვის ოლქის ქალაქ ნარო-ფომინსკში მცხოვრებმა მამაკაცმა საკუთარ თავს საყვარელი ძაღლის სიკვდილი ვერ აპატია. ნადირობისას პავლე ზამკოვმა შემთხვევით საკუთარი ძაღლი მოკლა. მონადირემ ძაღლი ტყეში, საკუთარი სახლის სიახლოვეს დამარხა. შემდეგ დღეს საფლავზე წავიდა, რათა ძაღლის საფლავისთვის ზღუდე გაეკეთებინა.
პავლეს მეუღლის სიტყვებით, რომელიც საფლავზე მასთან ერთად წავიდა, მამაკაცი ტიროდა და ძაღლს პატიებას სთხოვდა. მისი დაწყნარება მეუღლემ ვერაფრით ვერ შეძლო. მოულოდნელად პავლემ იარაღი აიღო და თოფიდან გასროლით თავი მოიკლა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება მალე მივიდა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა არ მოხერხდა. მედიკოსებმა პავლე ზამკოვის სიკვდილის კონსტანტირება მოახდინეს. პოლიციის თანამშრომლები და გამომძიებლები ტრაგიკული ინციდენტის შესახებ მოკვლევას აწარმოებენ.