დევიდ კემერონს თავდამსხმელის მოგერიება თავად მოუხდა (ვიდეო)
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კემერონს ქალაქ ლიდსის მერიის შენობიდან გამოსვლისას უცნობი მამაკაცი დაესხა თავს. მამამაკაცმა კემერონთან ძალიან ახლოს მიირბინა. პრემიერის დაცვამ დროულად რეაგირება ვერ მოახდინა და კემერონის თავის დაცვა თავად მოუხდა. მან თავდამსხმელს უბიძგა და ავტომობილის მიმართულებით სვლა გააგრძელა. ამ ინფორმაციას ბრიტანული ტელეარხი „Sky News“ ავრცელებს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ხულიგანი თავდამსხმელი დააკავა. ის 28 წლის იორკშირის მცხოვრები აღმოჩნდა. როგორც მოგვიანებით სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, მამაკაცი მხოლოდ მცირე ხნით დააკავეს, რის შემდეგაც გაანთავისუფლეს. სამართალდამცავები ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მშვიდად იქცეოდა და პრემიერთან მხოლოდ თავისი პროტესტის გამოხატვა სურდა. მომხდართან დაკავშირებით სხვა ვერსიაც გავრცელდა – ბრიტანელი მხოლოდ სპორტულ გარბენს ასრულებდა და სულაც არ უფიქრია კემერონთან შეჯახება, ეს ყველაფერი კი შემთხვევით მოხდა. ყველა ამ ვერსიის გამავრცელებელი თანხმდება, რომ ეს ინციდენტი ბრიტანეთის პრემიერის დაცვის სამსახურის სავალალო მდგომარეობას ადასტურებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=vxfgDvpc2Ew” width=”560″ height=”315″]