ისრაელის არმიამ ღაზას სექტორი დაბომბა
ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზას სექტორზე რამდენიმე იერიში მიიტანეს,- ამის შესახებ არმიის პრესსამსახურმა განაცხადა.
განცხადების თანახმად, დარტყმები განხორციელდა პალესტინის ანკლავიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმის მცდელობის საპასუხოდ, რაც არმიამ 8 იანვარს დააფიქსირა.
ამის საპასუხოდ, როგორც სამხედროებმა განაცხადეს, მიზანმიმართული დარტყმები განხორციელდა “ჰამასის” შეიარაღებული რადიკალების და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის არაერთი ობიექტის წინააღმდეგ.
„დარტყმების დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა და გენერალური უსაფრთხოების სამსახურმა “ჰამასის” რამდენიმე ტერორისტი, სადესანტო მოედნები და ტერორისტული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები დაბომბეს“, – ნათქვამია განცხადებაში.