ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის სულიერმა ლიდერმა ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, განაცხადა, რომ ირანელი ახალგაზრდები ნებისმიერი საფრთხის წინაშე ერთიანები უნდა დარჩნენ.

„ძვირფასო ახალგაზრდებო! შეინარჩუნეთ მზადყოფნა და ერთიანობა. ერთიანი ერი დაამარცხებს ნებისმიერ მტერს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისლამური რესპუბლიკა უკან არ დაიხევს“, – განაცხადა მან თეირანში მოსახლეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

ხამენეიმ დასძინა, რომ ყველა, ვინც გარე ძალებისთვის იმუშავებს, უარყოფილი იქნება როგორც ხალხის, ასევე ისლამური სისტემის მიერ.

ამასთან, ხამენეიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც საპროტესტო აქციების გამო ისლამურ რესპუბლიკაზე დარტყმით დაიმუქრა, მოუწოდა, რომ ქვეყნის საქმეები საკუთარ თავზე აიღოს.

„გუშინ ღამით თეირანში, ვანდალების ჯგუფმა აშშ-ის პრეზიდენტის სიამოვნებისთვის საკუთარი ქვეყნის კუთვნილი შენობა დაანგრია. თუ მას ამის უნარი აქვს, დაე, საკუთარი ქვეყანა მართოს“, – განაცხადა ხამენეიმ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები