დედამიწას უძლიერესი მაგნიტური ქარიშხალი შეუტევს
დედამიწას უძლიერესი მაგნიტური ქარიშხლის შემოტევა ელოდება. თუკი მეცნიერთა პროგნოზი გამართლდება, დღეს ტექნიკას შეფერხებები ექნება, მეტეოდამიკიდებული ადამიანები კი თავს ცუდად იგრძნობენ.
ყველაფერი ეს ორი დღის წინ მზეზე მომხდარი აფეთქების შედეგი გახლავთ, რომელიც სპეციალისტებმა X3 კლასს მიაკუთვნეს. ეს საშიშროების ერთ-ერთი უმაღლესი დონე გახლავთ.
ასტროფიზიკოსების განცხადებით, დედამიწაზე სერიოზული საშიშროების წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, რადგან აფეთქებას პროტონების დინების მაღალი აქტივობა და კოსმოსში პლაზმის ამოფრქვევა არ მოჰყოლია. თუმცა ამის მიუხედავად სიფრთხილისკენ მოწოდების რეკომენდაცია ძალაში რჩება.