ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსში ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვიპროსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსის პრეზიდენტს, ნიკოს ქრისტოდულიდისის შეხვდება.
შემდგომ, ზელენსკი და ქრისტოდულიდისი ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან, ანტონიო კოშტასთან და ურსულ ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ შეხვედრას გამართავენ.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტი კვიპროსის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.