მარნეულში სროლა იყო – დაჭრილია 2 ადამიანი

მარნეულში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები