ნიკოლას მადურომ ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლების განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს მოსახლეობის უფლებების დაცვას, რესპუბლიკური ინსტიტუტების უწყვეტ ფუნქციონირებას და შეიარაღებულ წინააღმდეგობაზე დაუყოვნებლივ გადასვლას. შესაბამის ინფორმაციას ვენესუელის მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით სრული მობილიზაციაა აუცილებელი „იმპერიალისტური აგრესიის“ წინააღმდეგ დასაპირისპირებლად.
ამავე დროს, კარაკასი შეერთებულ შტატებს თავდასხმაში ადანაშაულებს და მის ქმედებებს „სამხედრო აგრესიად“ აფასებს.
ვენესუელის ხელისუფლების შეფასებით, მსგავსი მოქმედებები საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონში, და სერიოზულ რისკს ქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლისთვის.