„ჩვენ გვჯერა მშვიდობის, ვიბრძვით მისთვის და ვმუშაობთ მის მისაღწევად, გილოცავთ ახალ წელს“ – ზელენსკი საახალწლო მიმართვას ავრცელებს
ჩვენ გვჯერა მშვიდობის, ვიბრძვით მისთვის და ვმუშაობთ მის მისაღწევად. გილოცავთ ახალ წელს, ძვირფასო უკრაინელებო! – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვაში განაცხადა.
„კიდევ ერთი წელი გადის, რომელიც თავდადების, შეუპოვრობის, პრინციპების ერთგულებისა და უკრაინელთა ყოველდღიური ძალისხმევის ფასად მოვიპოვეთ. ეს წელი შედგა ჩვენი დამცველების წყალობით – მათი წყალობით, ვინც მედგრად იდგა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც აფასებს თავისუფლებასა და ღირსებას.
ჩვენ ერთად მივიწევთ წინ იმით, რაც ძალას გვაძლევს: გამოცდილებითა და ხსოვნით, მშობლიური სიტყვით, იმედითა და რწმენით. ჩვენ თან მიგვაქვს ერთობის უნარი და ჩვენი ადამიანობა – ის, რაც ყველაფრის მიუხედავად ცოცხლობს. ჩვენ გვჯერა მშვიდობის, ვიბრძვით მისთვის და ვმუშაობთ მის მისაღწევად. გილოცავთ ახალ წელს, ძვირფასო უკრაინელებო!“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.