31 დეკემბერი მწერალ ჯემალ თოფურიძის დაბადების დღეა
31 დეკემბერი მწერალ ჯემალ თოფურიძის (1947-1978) დაბადების დღეა.
1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და მართვის ინსტიტუტში, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. 1974-1978წწ. მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. 1974 წლიდან იბეჭდება მისი მოთხრობები ლიტერატურულ ჟურნალ „ცისკარში”, „ლიტერატურულ საქართველოში” და სხვა. მისი ნამუშევრები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.