“გელათში სპეციალურად მოწყობილი გამათბობელი აგრეგატები ეფექტურად ასრულებდა თავის ფუნქციას, რამაც შესაძლებელი გახადა, გადახურვის საფარი არ დამძიმებულიყო თოვლის გადაჭარბებული მასით

“გელათის კათედრალის ერთიანი/დროებითი გადახურვის თოვლის დიდი მასებისგან გასათავისუფლებლად სპეციალურად მოწყობილი გამათბობელი აგრეგატები გასული ღამის განმავლობაში, შესაბამის დროის ინტერვალებით, ეფექტურად ასრულებდა თავის ფუნქციას, რამაც შესაძლებელი გახადა, გადახურვის საფარი არ დამძიმებულიყო თოვლის გადაჭარბებული მასით”, – ამის შესახებ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

ამავე ინფორმაციით, ადგილზე, შესაბამის ტექნიკურ პერსონალთან ერთად, პირადად იმყოფებოდა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი).

“იხილეთ გელათში მოსული უხვი ნალექის პირობებში გამათბობელი აგრეგატების მიერ გამთბარი ზედაპირებიდან დნობის შედეგად ჩამოცვენილი თოვლის მასების ამსახველი ვიდეო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები