ტრამპი ირანს კიდევ ერთი თავდასხმით ემუქრება, თუ ის სარაკეტო პროგრამას განაახლებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ირანის წინააღმდეგ კიდევ ერთ დარტყმას, თუ ის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის აღდგენას შეეცდება.
„მესმის, რომ ირანი კვლავ ცდილობს გაძლიერებას და თუ ასე მოხდება, ჩვენ მოგვიწევს მათი დამხობა. ჩვენ მათ დავამარცხებთ. მათგან ქვას ქვაზე არ დავტოვებთ“, – აღნიშნა ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე.
მანვე დასძინა, რომ ის მხარს დაუჭერს ირანზე თავდასხმას „დაუყოვნებლივ“, თუ ის შეეცდება თავისი ბირთვული პოტენციალის ხელახლა განვითარებას.
ტრამპმა ირანს ურჩია, რომ ამის ნაცვლად აშშ-თან „შეთანხმების“ მიღწევა სცადოს.
„ეს უფრო ჭკვიანურია. მათ შეუძლიათ შეთანხმების დადება ბოლოჯერ, სანამ ჩვენ მათზე დიდ თავდასხმას განვახორციელებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.