უკრაინა არჩევნების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას არ განიხილავს

უკრაინაში ონლაინ არჩევნების ჩატარების საკითხი ამჟამად არ განიხილება და ამ მიმართულებით არანაირი პრაქტიკული ან ტექნიკური სამუშაო არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა განაცხადა.

„ამჟამად, ონლაინ დისკუსიების გარდა, ამ თემაზე არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობს. არც ციფრული განვითარების სამინისტრო და არც აპლიკაციის გუნდი არ მუშაობს ასეთი ინსტრუმენტის დანერგვაზე“, – ციტირებს ფედოროვის სიტყვებს უკრაინული ტელეარხი „ობშჩესტვენნოე“.

ვოლოდიმირ ზელენსკის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ, ადრე უკრაინაში ჰიბრიდული არჩევნების ფორმატის შეთავაზებაზე ისაუბრა – როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ – რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, კენჭისყრა შესაძლოა რამდენიმე დღეზე გადანაწილდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები