ინდონეზიაში, მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილმა ხანძარმა 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამი ადამიანი დაშავდა.

„ხანძარი კვირას, საღამოს 20:31 საათზე, ჩრდილოეთ სულავესის პროვინციის დედაქალაქ მანადოში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფარში დაფიქსირდა“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

ქალაქის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა ჯიმი როტინსულუმ საინფორმაციო სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ გარდაცვლილთა უმეტესობა საკუთარ ოთახებში იპოვეს და დასძინა, რომ ისინი, სავარაუდოდ, ხანდაზმული მცხოვრებლები იყვნენ, რომლებიც ხანძრის გაჩენის დროს ისვენებდნენ.

მაშველებმა კიდევ 12 ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს.

პოლიცია ხანძრის გამომწვევ მიზეზს იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები