მაკა ჩიჩუა, ნათია ფანჯიკიძე და ეკა მიშველაძე – „სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები“ მარჯანიშვილის თეატრში
ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი „სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები“ იქნება წარმოდგენილი. პროექტს ქართულ საზოგადოებას იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და იტალიის საელჩო წარმოადგენს. აღნიშნულ თემაზე თეატრში იტალიის ელჩმა ფედერიკა ფავიმ პრესკონფერენცია გამართა.
სერენა დანდინის მონოლოგების კრებულს საქართველოში ცნობილი ქალბატონები წაიკითხავენ. სპექტაკლში მონაწილეობას მაია ფანჯიკიძე, ანა არეშიძე, ეკა მიშველაძე, ნათია ფანჯიკიძე, რუსუდან ფეტვიაშვილი, მაკა ჩიჩუა, ლანა ღოღობერიძე და სხვა ცნობილი სახეები მიიღებენ.