ნავთობკორპორაცია Total-ის ყოფილი ხელმძღვანელის პანაშვიდზე 1700 მეტი ადამიანი შეიკრიბა (ვიდეო)
ნავთობკორპორაცია Total-ის ყოფილი ხელმძღვანელის კრისტოფ დე მარჟერის პანაშვიდზე, რომელიც საფრანგეთის მე-17 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ტაძარ სენ-სიულპისში ჩატარდა, 1700-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
შეგახსენებთ, რომ დე მარჟერი ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. დე მარჟერის პანაშვიდზე მისი მეუღლე, 3 შვილი და შვილიშვილებიც იმყოფებოდნენ. ცერემონიაზე ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი, სხვა მინისტრები და ელისეის სასახლის გენერალური მდივანი ჟან-პიერ ჟუიე იმყოფებოდნენ. გადა ამისა, დე მარჟერისთან დასამშვიდობებლად სხვადასხვა ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები, რუსეთის ნავთობკორპორაციების წევრები ჩამოვიდნენ, ცერემონიას ასევე ყატარიდან დელეგაცია ესწრებოდა. პანაშვიდი საეკლესიო ზარებით დაიწყო, ასევე გაჟღერდა ცნობილი სიმღერა „ალილუია“ და ორღანზე შესრულებული მუსიკა. პანაშვიდის შემდეგ დე მარჟერის ქალაქ სენ-პერ-სიურ-მერში გადაასვენებენ, სადაც დე მარჟერის საოჯახო სამარხია. კრისტოფ დე მარჟის 28 ოქტომბერს დაკრძალავენ.