კიოლნში საფეხბურთო ფანებთან შეტაკებისას 44 პოლიციელი დაშავდა (ვიდეო)

 

   სამართალდამცავებსა და საფეხბურთო ფანებს შორის შეტაკებისას კიოლნში 44 პოლიციელი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, საფეხბურთო ფანები კიოლნში მცხოვრები მუსლიმები-სალაფიტების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ აქციაზე 1500 ადამიანი გამოვიდოდა, საბოლოოდ კი 4000-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციაზე ასევე 1000-მდე პოლიციელი იმყოფებოდა. ერთ მომენტში სიტუაცია დაიძაბა, პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, დემონსტრანტებმა ასევე პოლიციის მანქანა გადაატრიალეს და რკინიგზის სადგურის შენობის შტურმით აღება სცადეს. პოლიცია იძულებული გახდა წყალი, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოეყენებინა. აქცია ორგანიზებული იყო პარტია „Pro NRW“-ს და საინიციატივო ჯგუფ „ფანატები სალაფიტების წინააღმდეგ“-ის მიერ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=AGAKEX1fbX4″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები