„ჩვენ გველის დიდება“ – მოზარდმაყურებელთა თეატრში პრემიერა გაიმართება

 

   ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის „ჩვენ გველის დიდება“ პრემიერა 19:00 საათზე გაიმართება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, პრემიერა წარმოდგენილია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი“ პროგრამის ფარგლებში.
თანამედროვე მიუზიკლი, რომელიც რეჟისორმა მანანა ბერიკაშვილმა დადგა, ხელოვნების სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ურთიერთდამოკიდებულებას და რუტინულ ყოველდღიურობას აღწერს.
სპექტაკლის მხატვარია მერაბ მოისწრაფიშვილი, კოსტიუმები ეკუთვნის ნინო მალაზონიას, მუსიკალური ხელმძღვანელია ნიკოლოზ რაჭველი, კომპოზიტორი – ანა ქასრაშვილი, სიმღერების ტექსტის ავტორი – ირინა სანიკიძე, ქორეოგრაფი კი არჩილ სოლოღაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები