ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი და პრიორიტეტების დოკუმენტი დამტკიცდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი უძღვებოდა.

,დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი და 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს.

საკრებულოს სხდომას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, პირველი მოადგილე ნოდარ ტატალიშვილი, მოადგილე რუბენ კარაპეტიანი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ბიუჯეტის პროგრამული პარამეტრები დამსწრე აუდიტორიას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, გელა ლომიძემ გააცნო.

მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი 41 მილიონი ლარით განისაზღვრა. ძირითადი პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურის განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კეთილმოწყობა, დასუფთავება და გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოციალური, კულტურის, განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებები”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები