რუსეთში, ქალაქ კურგანში ჯგუფ „მაშინა ვრემენის“ კონცერტი გააუქმეს

ქალაქ კურგანში ლეგენდარული როკჯგუფის „მაშინა ვრემენის“ კონცერტი არ ჩატარდება. როგორც საოლქო ფილარმონიის პრესსამსახურში განაცხადეს, კონცერტი, მართლაც, გაუქმებულია, თუმცა მიზეზი უცნობია. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს ორგანიზატორების გადაწყვეტილება იყო. როკჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე კი განცხადებაა გამოქვეყნებული: „კონცერტი სანქტ-პეტერბურგში 21 დეკემბერს და ურალში და ციმბირში საგაზაფხულო ტური დაუდგენელი ვადითაა გაუქმებული. ეს მოხდა არც ჯგუფის, და არც მაყურებლის ინიციატივით“.
შეგახსენებთ, რომ ანდრეი მაკარევიჩის კონცერტი ასევე პერმში, სანქტ-პეტერბურგში, სამარაში, კაზანში და კრასნოიარსკში გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები