აშშ-ში არალეგალ იმიგრანტებს, ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების სანაცვლოდ, 3000 დოლარს სთავაზობენ
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნიდან ნებაყოფლობით გასული არალეგალი იმიგრანტებისთვის ჯილდო 3000 დოლარამდე გაეზარდა.
ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ეს თანხა ხელმისაწვდომი იქნება მათთვის, ვინც თვითდეპორტაციაზე განაცხადს 2025 წლის ბოლომდე შეიტანს.
ნოემმა დასძინა, რომ შობის პერიოდში ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა „გულუხვად გაასამმაგეს სტიმული“ არალეგალური იმიგრანტებისთვის, ნებაყოფლობით დაეტოვებინათ ქვეყანა.