ერაყში აფეთქებამ 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ერაყში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, „კამიკაძემ“ ავტომობილი ააფეთქა. ინციდენტი ქალაქ ჯურ ალ-საკარის გარეუბანში ბაღდადიდან სამხრეთ-დასავლეთით მოხდა.
„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, მანქანა შიისტების მებრძოლების მიერ დაცულ საგუშაგოს დაეჯახა.
შეგახსენებთ, რომ უქმე დღეებში სამთავრობო ჯარებმა შიიტების მეამბოხეების დახმარებით ქალაქი ჯურ ალ-საკარი „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ წაართვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები