ნიჟნევარტოვსკში შიშველი ქალი ეკლესიაში „ბოროტ სულებს“ დაემალა (ვიდეო)

ნიჟნევარტოვსკში უჩვეულო შემთხვევა მოხდა. ქალაქის ერთ-ერთ ეკლესიაში შიშველი ქალი შიშველი ახალშობილით ხელში შევიდა. ქალს მხოლოდ თავსაფარი ეფარა. მთელი გზა ეკლესიამდე ქალმა შიშველმა გაიარა მიუხედავად იმისა, რომ ნიჟნევარტოვსკში ყინვა -12 გრადუსია. Siapress.ru-ს ინფორმაციით, ქალი ფსიქიატრიულ დისპანსერში, ახალშობილი კი საავადმყოფოში წაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ქალს მართლაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. თავად ქალმა განაცხადა, რომ ეკლესიაში „ბოროტ სულებს“ ემალებოდა. მან თქვა, რომ ეკლესიაში „სამლოცველო აბაზანები“ უნდა მიეღო. როგორც პოლიციაში აღნიშნეს, ქალთან პრეტენზიები არ აქვთ. მას ადრე კანონი არ დაურღვევია.
რაც შეეხება ახალშობილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ძალადობის და ცემის კვალი მას არ აღენიშნება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=qtprvIHJtrY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები